CORRECT LYRICS

Lyrics : ნამეტანია!

ნი ჰაუ!
დაგავიწყდა ხელის დაბანაო
და მის გულზე ბაქტერიამ გაიბაბანაო
რაო?
არ გაგიგია ძველი ანდაზაო?
ერთმა ჭუჭყიანმა გოჭმა ასი გასვარაო!

ვაიმე, არ არსებობს!

ქეიფები, ქელეხები, ქორწილები
ვერსად წახვალ თუკი მე არ დამემორჩილები

ე ჰეი
ეს აქ ვინ მოიყვანა?
მორჩება შენი ხანა
რატომ დააერორე
Მთელი ქვეყანა
I wanna
I wanna
I wanna
I wanna know
უპირბადოდ ვინ შემოიპარა?
გისმენთ, გიძლებთ, გითმენთ, დიდი ხანია

ნამეტანია ეს უკვე ნამეტანია!

გაქრები როგორც შარშანდელი თოვლის გუნდა
გაჩვენებთ ახალ წელს გართობა როგორ უნდა!

უნდა, უნდა გაქრე, ყველას უნდა
შენით უკვე ტვინი გადა-გადახურდა!

ეი, ეი, ეი!
დისტანცია შევქმნათ, დისტანცია!

ვაიმე
ეს ამ პირბადით რამდენს ბედავს?

ყველა მხედავს
დღეს ამ რინგის მთავარ მხედარს!

აუფ აუფ!
ვარ მოდებული პიზამდე
დაგიდასტურდები ამერიკის ვიზამდე

დატკბი წარმატების წამიერი პიკით

ქათამაძე, ნუ იყურები აქეთ-იქით!

გაქრები როგორც შარშანდელი თოვლის გუნდა
ახლებურად გართობა ასე ხომ არ უნდა

უნდა, უნდა მოგერიოთ უნდა
ნახავ როგორ შევიკვრებით ჩვენ ერთ გუნდად!

უნდა, უნდა მოგერიოთ უნდა!
უნდა, უნდა მოგერიოთ უნდა!

2-3 კვირაც დაა...

კიდევ ერთი მასონური ოინი
თუ შეგარჩინოთ მე არ ვიყო როინი!

Españiolo co charo firo, la faminco de garerita

ვაიმე, მგონი გემოს შეგრძნებას ვკარგავ

აჰაჰა
მაქვს ცვალებადი flow
როგორც ლარის კურსი
მე ვგავარ ბრუს ლის
ერთი ვერსი ტაიკვანდოს უდრის
ჩემი აქ ყოფნა ხომ უკვე
ერთ წელს ითვლის
მარტის თვისთვის
რისთვის იბრძვი
რისთვის?

ნამეტანია, ეს უკვე ნამეტანია!
შენზე უარესებიც გადაგვიტანია
ზურგს მიმაგრებს შეგნებული ხალხის არმია
ახლა მენტალური სიძლიერის ჟამია!
დროა, მოქმედების, დროა!
ჰმმ, რას ელოდები?!
შენი fatality-s, დროა!
ჰმმ, რას ველოდებით?!
ახალი რაუნდის დროა
ახალი განწყობის დროა
ახალი
მიზნების
მიდგომის
გართობის
შესაძლებლობების
დროა!
უკვე ახალი წლის დროა
რას ელოდები?!